რეზონანსი
17.09.2026

ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას:

ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.

ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);

მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).

ოკუპირებულ ცხინვალში მთლიანობაში, 70 “საარჩევნო უბანი” იქნება გახსნილი, ერთი “უბანი” გაიხსნება მოსკოვში და კიდევ ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×