რეზონანსი
17.09.2026

 "უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას ჩემი ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის, გვერ­დით დგო­მის­თვის, ღმერ­თმა სი­კე­თე მოგ­ცემთ ყვე­ლას" - ამის შე­სა­ხებ ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას მოკ­ლუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნის და ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დებს უხ­დის.

"უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას ჩემი ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის, გვერ­დით დგო­მის­თვის, ღმერ­თმა სი­კე­თე მოგ­ცემთ ყვე­ლას, უდი­დე­სი მად­ლო­ბა გიგა ავა­ლი­ა­ნის და ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დი­კო­ებს. მათ­მა სამ­ძი­მარ­მა ძალა მომ­ცა, ეს სუ­რა­თი არის გა­და­ღე­ბუ­ლი წინა დღე­ებ­ში, სულ ასე ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლი დავ­ყავ­დი ჩემ სუნ­თქვას.

მად­ლო­ბა ყვე­ლას ,სი­კე­თით გა­და­მე­ხა­დოს ყვე­ლას­თვის ეს პა­ტი­ვის­ცე­მა", - წერს ის.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე თბი­ლის­ში, 10 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს.

მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×