რეზონანსი
17.09.2026

ყარაბაღის გამარჯვებამ რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ჩაუყარა საფუძველი და შექმნა ბაზისი ზანგეზურის დერეფნის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების მეხუთე შეხვედრის მონაწილეებს მიმართა.

„ამ გამარჯვებამ ასევე საფუძველი ჩაუყარა ისეთი ისტორიული „კარიბჭის“ შექმნას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკურად, ლოგისტიკურად და სტრატეგიულად დააკავშირებს. ეს არის ზანგეზურის დერეფანი. ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და მადლიერებას გამოვხატავ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, ჩვენი გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. აზერბაიჯანელი ხალხი ამ ინიციატივებს დიდი გულისხმიერებითა და მადლიერებით ხვდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×