რეზონანსი
15.09.2026

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს - ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აცხადებს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×