რეზონანსი
12.09.2026

თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაური.

„ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”, - აღნიშნა მეგობარმა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×