
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სასურსათო კვერცხის იმპორტი თითქმის 28-ჯერ გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ გასული წლის 7 თვის განმავლობაში ქვეყანამ მხოლოდ 683 ათასი კვერცხი იყიდა (36.3 ათასი დოლარის), წელს საანგარიშო პერიოდში 18.881 მლნ ერთეული შემოვიდა (1.362 მლნ დოლარი).
გარდა იმპორტის ზრდისა, საქართველოს დაახლოებით 40%-ით გაუძვირდა შესასყიდი კვერცხის ფასიც. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ შარშან ერთი კვერცხის იმპორტი ქვეყანას დაახლოებით, 5 ცენტი უჯდებოდა, წელს კი ფასი 7 ცენტამდე გაიზარდა. (გადასახადების გარეშე).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ქვეყანაში შემოტანილი სასურსათო კვერცხის 92% თურქულია. კერძოდ, წელს 7 თვეში საქართველომ თურქეთში 17.415 მლნ ერთეული კვერცხი იყიდა (1.216 მლნ დოლარის). ხოლო დანარჩენი - 1.446 მლნ ცალი (146.7 ათასი დოლარის) ბელარუსიდან შემოვიდა.