რეზონანსი
10.09.2026

 

 ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.

„იაგო ხვიჩიას ვუსმენ. ჩვეულებრივი თავისმართლებაა გამოჭერილი გამოაშკარავებული აგენტის. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის ნაცმოძრაობას. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს.

მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს "ახლებს" ამორალური და ბინძური ტყუილებით.

მერე მამალიიაგოების და დედალიიაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×