რეზონანსი
09.09.2026

ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა 250 წევრისაგან შემდგარი პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.

ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, არჩევნების შედეგები ნათლად გამოიკვეს სერბი ხალხის ნებას და ქვეყნის სამომავლო განვითარების კურსს.

ორი სრული საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, ვუჩიჩი მომავალი კვირების განმავლობაში აპირებს თანამდებობის დატოვებას და საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთვება. 

ის ამჯერად აპირებს კენჭი იყაროს პრემიერმინისტრის მოვალეობის შესასრულებლად.

სერბეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის უკან  “უცხოური ძალები” დგანან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×