რეზონანსი
09.09.2026

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩის“ სახელით პარაზიტირების საშუალება არც აქამდე უნდა მიეცათ.

„მინდა მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ- „გირჩი“ სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით- თავისუფალი ხალხის პარტია. ჩვენ ძველი სახელი ძალია მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა- ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი ლიბერალი და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. საშუალება არ უნდა მიგვეცა ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×