რეზონანსი
09.09.2026

თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ასე გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს კანონების გაუქმებაზე მიუთითა და რეპრესიებზე ილაპარაკა. იონათამიშვილის თქმით, აქციებზე დაკავებულების პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა ევრობიუროკრატებისთვის საწყენი აღმოჩნდა.

„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატებს ძალიან ეწყინათ ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. ამავდროულად, ეს განცხადება ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ამ ესკალაციების უკან სწორედ ეს ევრობიუროკრატებიც იდგნენ და ისინი ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ამ ადამიანების ირგვლივ ყალბად აწეული თემა, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ჩანს სასოწარკვეთაში არიან მოქცეულნი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×