
კვლავ აქტუალურია 12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის გაუჩინარების საქმე. პერიოდულად სოციალურ ქსელში სიახლეებს აზიარებენ მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და "ინფლუენსერი" ელენე რუხაძე, რომელიც დაკარგული ბიჭის დედის ინტერვიუს შემდეგ ამ თემას მის ყველა პლატფორმაზე აქტიურ დროს უთმობს. ამჯერად ელენე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ის და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ერთ-ერთ მოწმეს ესაუბრებიან.
"ეს მოწმე იმ ღამეს მლეთაში იმყოფებოდა სხვა მოწმეებთან ერთად. გვითხრა, რომ მლეთაზე ასვლა იყო რამდენიმე კვირით დაგეგმილი, რაც გამორიცხავს ანი გელაშვილის ნათქვამს, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად ნახევარი საათით ადრე. ეს არის სიცრუე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოწმეს გურიკა საერთოდ არ უნახავს და მისი დაკარგვის შესახებ გაიგო გამთენიისას. რამდენჯერმე ავედი მოსაძებნადო, და შემდეგ კვირებშიც ვიყავი სამძებრო სამუშაოებში ჩართულიო. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, საერთოდ ვინმე არსებობს ვისაც ლომისაზე გურიკა ნანახი ჰყავს? საერთოდ გურიკა იყო თუ არა იმ დღეს გურიკა ლომისაზე ასული? კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ, ყველამ ვიცით, რომ გურიკას მამიდა მუშაობდა კლინიკაში, ის ახლა წამოსულა კლინიკიდან. რა იყო მიზეზი საინტერესოა" - ამბობს ვიდეოში ელენე რუხაძე.
"მე ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა ალბათ 2-3 კვირით ადრე... გურიკა იმ დღეს კი არა საერთოდ არ მინახავს“ - ამბობს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ადვოკატთან საუბრისას.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე