რეზონანსი
09.09.2026

კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რი­კა და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე. პე­რი­ო­დუ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ახ­ლე­ებს აზი­ა­რე­ბენ მისი ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე და "ინფლუ­ენ­სე­რი" ელე­ნე რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის დე­დის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ამ თე­მას მის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე აქ­ტი­ურ დროს უთ­მობს. ამ­ჯე­რად ელე­ნე აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რომ ის და ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ერთ-ერთ მოწ­მეს ესა­უბ­რე­ბი­ან.

"ეს მოწ­მე იმ ღა­მეს მლე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა მოწ­მე­ებ­თან ერ­თად. გვი­თხრა, რომ მლე­თა­ზე ას­ვლა იყო რამ­დე­ნი­მე კვი­რით და­გეგ­მი­ლი, რაც გა­მო­რი­ცხავს ანი გე­ლაშ­ვი­ლის ნათ­ქვამს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე. ეს არის სიც­რუე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ამ მოწ­მეს გუ­რი­კა სა­ერ­თოდ არ უნა­ხავს და მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ი­გო გამ­თე­ნი­ი­სას. რამ­დენ­ჯერ­მე ავე­დი მო­სა­ძებ­ნა­დო, და შემ­დეგ კვი­რებ­შიც ვი­ყა­ვი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლიო. აქ არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა, სა­ერ­თოდ ვინ­მე არ­სე­ბობს ვი­საც ლო­მი­სა­ზე გუ­რი­კა ნა­ნა­ხი ჰყავს? სა­ერ­თოდ გუ­რი­კა იყო თუ არა იმ დღეს გუ­რი­კა ლო­მი­სა­ზე ასუ­ლი? კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცია მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ გუ­რი­კას მა­მი­და მუ­შა­ობ­და კლი­ნი­კა­ში, ის ახლა წა­მო­სუ­ლა კლი­ნი­კი­დან. რა იყო მი­ზე­ზი სა­ინ­ტე­რე­სოა" - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ელე­ნე რუ­ხა­ძე.

"მე ვი­ცო­დი, რომ ეს ამ­ბა­ვი იგეგ­მე­ბო­და ალ­ბათ 2-3 კვი­რით ადრე... გუ­რი­კა იმ დღეს კი არა სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს“ - ამ­ბობს 12 წლის წინ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მე ად­ვო­კატ­თან სა­უბ­რი­სას.

17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×