რეზონანსი
09.09.2026

2026 წლის 8 სექტემბრიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იღბლიანი ეტაპი დაიწყო. ასტროლოგების პროგნოზით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი ცვლილებები ელოდებათ.

8 სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვენერასა და ჩრდილოეთ კვანძის ტრიგონი იქნება. ეს ჰარმონიული ასპექტი ხელსაყრელ ცვლილებებსა და ცხოვრების უკეთესობისკენ შემობრუნებას უკავშირდება. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში მეტად დარწმუნდება, რაც სიყვარულის, თვითპატივისცემისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გზას გახსნის:

სასწორი

სასწორებისთვის 8 სექტემბერი პირად ცხოვრებაში წარმატებისა და სულიერი ჰარმონიის მომტანი იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და პოზიტიურ ენერგიას გამოავლენენ, რაც გარშემომყოფებზეც დადებითად აისახება.

წარსულმა გამოცდილებამ სასწორებს ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ასწავლა: ადამიანი, საბოლოოდ იმას იღებს, რასაც თავად გასცემს. სწორედ ამიტომ ისინი ნეგატივსა და სხვების განსჯაზე უარის თქმას ამჯობინებენ. სამყაროსთან საკუთარი საუკეთესო თვისებების გაზიარებით სასწორები ცხოვრების ახალ, უფრო ბედნიერ ეტაპზე გადადიან (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება - ასტროლოგების თქმით, მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავა).

მშვილდოსანი

8 სექტემბერს მშვილდოსნები საკუთარ თავში ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავებას იგრძნობენ. მათ მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული, რა სურთ და არჩეული გზიდან გადახვევას არ აპირებენ.

ვენერასა და ჩრდილოეთ კვანძის ჰარმონიული ასპექტი მშვილდოსნებს დაეხმარება, გააცნობიერონ, რომ კრიტიკაზე, ნეგატიურ შეფასებებსა და სხვების მოსაზრებებზე დროის დახარჯვა აღარ ღირს. ადამიანების მიმართ პატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოვლენით ისინი სანაცვლოდ იმავე დამოკიდებულებას მიიღებენ. ეს კი მათ წარმატებასა და მაღალი რეპუტაციის განმტკიცებაში დაეხმარება.

კურო

კუროები მთავარი იღბლიანების სიაში საკუთარი პრინციპების ერთგულებისა და სიმტკიცის წყალობით მოხვდებიან. ისინი არ დაემორჩილნენ სხვების გავლენას, გაუძლეს ზეწოლას და ახლა, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, საკუთარი ძალისხმევის შედეგებით ტკბობის დრო მოდის.

მათი იღბალი, უპირველესად, შესრულებული საქმით გამოწვეულ კმაყოფილებასა და სიამაყეში გამოვლინდება. ვენერას ჰარმონიული ასპექტი კუროებთან სითბოსა და სიყვარულის განცდას გააძლიერებს, რაც პირადი ურთიერთობების გამყარებასა და ემოციური კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×