
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, 64 წლის გიორგი ბარბაქაძემ, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან“ მისმა თანასოფლელებმა უთხრეს, რომ მოქმედმა რწმუნებულმა სანადირო თოფიდან თავის არეში ისროლა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბარბაქაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე არ იკვეთება სხვა რაიმე წინაპირობა ან მიზეზი, რამაც შესაძლოა, მერის წარმომადგენელს სუიციდისკენ უბიძგა.
სამართალდამცავები საქმის დეტალების დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115- ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.