
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ისინი, სხვა პირთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ კასრაძე საქმესთან შემხებლობას არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას.
"6 ოქტომბერს გადაგზავნილი თავდასხმის ვიდეოსთან დაკავშირებით - რატომ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებთან - ამაზე მას პასუხი არ აქვს. ამ ეტაპზე, ის იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს, როგორც დიღმის ძალადობებში მონაწილეობას, ასევე არანაირად არ აღიარებს არც გიგა ავალიანთან დაკავშირებით რაიმე შემხებლობას.
შესაბამისად, ჩვენ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ვამტკიცებთ იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და რომელიც მისგან დამოუკიდებლად არის შექმნილი, სხვა მოწმეთა ჩვენებებისა და გამოთხოვილი ინფორმაციების სახით," - აცხადებს ქეთევან სონიძე.