რეზონანსი
07.09.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც შტატი ნიუ-მექსიკო "ახალ ამერიკად" არის მოხსენებული. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპმი სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" უნდა ეწოდოს. მან შტატის ფოტო ახალი სახელწოდებით გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას "ონტარიოს ტბისთვის" სახელის "ამერიკის ტბად" გადარქმევის შესახებ.

როგორც CNN-ი წერს, Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტი თეთრმა სახლმა X-ზეც გადააზიარა. სურათზე გამოსახულია შტატის რუკა, სადაც წითლად არის გადახაზული სიტყვა "მექსიკა" და ჩანაცვლებულია სიტყვით "ამერიკა". სურათს აღწერა არ მოჰყოლია.

მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის გადარქმევის რაიმე მცდელობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

CNN-ი განმარტავს, რომ ტრამპს აქვს უფლებამოსილება გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემაში (GNIS) ისეთი ობიექტების სახელები შეცვალოს, როგორიცაა მაგალითად წყალსატევები, მაგრამ მას არ გააჩნია კონსტიტუციური უფლება, იურიდიულად შეცვალოს შტატის დასახელება, რადგან ეს პროცესი უშუალოდ შტატის შიგნით უნდა განხორციელდეს.

ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს, "ონტარიოს ტბისთვის" სახელის შეცვლის გარდა, ტრამპმა 2025 წლის იანვარში, თანამდებობაზე მოსვლის პირველივე დღეს, აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც "მექსიკის ყურეს" სახელი შეუცვალა და "ამერიკის ყურე" დაარქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×