
სიმართლე, რაც ოპოზიციის თაობაზე ვიცოდით, ვის ჰქონდა გავლენები და ვინ იყო არაფორმალური მმართველი, ეს ყველაფერი ახლა სააშკარაოზე გამოაქვთ. გვასაღებდნენ, რომ პროევროპულ, დემოკრატიულ საწყისებზე აგებული ძალა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, კარგი პროცესი მიმდინარეობს, რადგან საზოგადოებაში თუ ვინმე იყო დარჩენილი, ვინც არ იცოდა, ოპოზიციაში რა ხდებოდა, ყველას ეცოდინება, რა საფუძვლებსა და ღირებულებებზე დგას „ნაციონალური მოძრაობა“.
„მათ პროდასავლურ ძალებად მოხსენიებას მოვერიდებოდი, რადგან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, არჩევნებს არ აღიარებენ და ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით პრობლემები აქვთ, არ მგონია, ვინმემ პროდასავლურად შერაცხოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.