
სამი დღის წინ, თუშეთში სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ავარია მოხდა. ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა. ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
"ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო მდგომარეობაში.
ოთხმა ადამიანმა ერთმანეთი გადავარჩინეთ. სამწუხაროა, რომ მძღოლი ადგილზევე გარდაცვლილი დაგვხვდა.
გატეხილი მაქვს მარჯვენა ლავიწის ძვალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გამიკეთეს ოპერაცია. მაქვს მცირე დაზიანებები თავზე და ფეხებზე.
ვწერ მარცხენა ხელით. ხმა ფაქტობრივად არ მაქვს და ვერ ვპასუხობ ზარებს და შეტყობინებებს. ჯერჯერობით არც ენერგია მაქვს.
მოგვიხსენეთ ლოცვაში, მადლიერი ვარ", - დაწერა ტასო მოდებაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე