რეზონანსი
06.09.2026

"შენ ვინც გურის ამბავი 12 წელი მალე... თუ იცი, რომ ცოცხლად დამმარხე. თუ გრძნობ, რომ სული გამიმწარე და გამანადგურე. გპატიობ, დამიბრუნე ჩემი შვილი. გევედრები... დამიბრუნე გთხოვ“, - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

საქმე ეხება 2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძეს. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს. 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ - ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×