რეზონანსი
05.09.2026

ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას მიერ ნინო წილოსანის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“, - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე. აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×