რეზონანსი
05.09.2026

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა 3 დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა.

პუტინის ბრძანება კიევში 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება და შუაღამიდან ამოქმედდება.

„ნამდვილად, მსგავსი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან იქნა მიღებული. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა დღევანდელი შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს კიევში ამერიკელების კონტაქტებს უკავშირდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×