რეზონანსი
05.09.2026

ევროსტატის უახლესი მონაცემებით, უკრაინელების ნაწილი, რომელიც სამშობლოში ომს გამოექცა, პოლონეთს ტოვებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხოლოდ ივლისში პოლონეთში დროებითი დაცვის სტატუსის მქონე უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 8,11 ათასით შემცირდა და 953,1 ათასი შეადგინა. ივნისში კი ევროკავშირის დროებითი დაცვის მექანიზმით მოსარგებლე 6,3 ათასმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.

ამასთან, ივნისში გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსით თითქმის 1,29 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა. ჩეხეთში კი ივნისის ბოლოს ასეთი სტატუსით დაახლოებით 381 ათასი ადამიანი სარგებლობდა. სწორედ პოლონეთის სამხრეთი მეზობელი სულ უფრო ხშირად ხდება იმ უკრაინელი ლტოლვილების არჩევანი, რომლებიც პოლონეთის დატოვებას გადაწყვეტენ.

მონაცემები ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ სტატისტიკას ეფუძნება და მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც დროებითი დაცვის მექანიზმით სარგებლობენ. ეს მექანიზმი ევროკავშირში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ამოქმედდა, წერს პოლონური მედია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×