რეზონანსი
05.09.2026

ავარია თუშეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველებზე დაყრდნობით, სააგენტო წერს, რომ სწრაფად მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×