
გიორგი უშიკიშვილის პოდკასტში ის და თამრიკო ჭოხონელიძე იხსენებენ, რა მოხდა ერთმანეთთან დაკავშირებით წლების წინ.
თამრიკო ჭოხონელიძე: „წამომიკიდა ერთმა ფრაზამ. შენ ბავშვობიდან დიდი ნიჭიერება მოგსდევდა და მე
ამას ყოველთვის აღვნიშნავდი, ყოველთვის ვაფასებდი. მე და მამა აღვნიშნავდით, რომ საუკეთესო მომღერალი იყავი. მე მქონდა ინფორმაცია, რომ შენ პატივს არ სცემდი ადამიანებს, ვინც შენ გზაზე დაგაყენა. მე ამაზე გაბრაზებული ვიყავი. ეს თემა დღესაც მაღელვებს, როცა თუნდაც შენს წინაპარს არ სცემ პატივს….“
გიორგი უშიკიშვილი: „ჩემს შემთხვევაში ეს ახლაც გრძელდება, ვიღაც ამბავს მომიტანს ან დამიწერს, რომ შენ ანზორ ერქომაიშვილს ლანძღავდი. ძალიან ადვილია, რომ რაღაც დაგაბრალო და გავიარო. ამაზე მაქვს ერთი რეაქცია – დამიდეთ მტკიცებულება, მე სად ვლანძღავდი ანზორ ერქომაიშვილს…“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე