
მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათთან მომხდარი შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა. დაიღუპა 2 ადამიანი.
როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა უთხრა, დაღუპულები მეზობლები იყვნენ. ორივე მათგანი ზუგდიდის მოსაზღვრე სოფელში ცხოვრობდნენ.
ერთ-ერთი დაღუპული მარიამ ჩიქავაა. ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი ზუგდიდი გლოვობს.
„ვაიმე, მარი, ვერ ვიჯერებ. შენ არ იმსახურებდი ასეთ ბედისწერას. ობლად გაიზარდე. სასახელოდ გაგზარდეს. შენი ცხოვრებით იყავი ბედნიერი. მარი, როგორ შეეგუოს უშენობას შენმა გამზრდელმა ბებიამ. ჯერ კიდევ არ მჯერა შენი არყოფნა ამ ქვეყნად. არასდროს დაგვავიწყდები მარი“, - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე