რეზონანსი
01.09.2026

გვსურს ყველა გავაფრთხილოთ, ვინც რუსული აეროპორტებით სარგებლობს - რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავევისთვის საფრთხე არ არის, უბრალოდ ცაში დრონები იქნება და ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს.

"დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება.

უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინება საჭიროა. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას უნადანაშაულო ხალხის სიკვდილი არ სურს, ამიტომ პარტნიორებს რუსეთის ცაში არსებულ საფრთხეებზე აფრთხილებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას აწვდიან საფრთხეებზე რუსულ საჰაერო სივრცეში. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციის ადგილი არაა," - განაცხადა ზელენსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×