სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    31.07.2019

     (რეზონანსი) შესაძლოა, სულ მალე ძაღლი, რომლის დაკარგვის ისტორიამაც სოციალური ქსელი მოიცვა, პატრონს დაუბრუნდეს.

    3 წლის კავკასიური ნაგაზი, სახელად ტაისონა გიორგი მინდორაშვილმა 4 ივლისს დაკარგა. როგორც ის „პრაიმტაიმს" აუმბობს, ძაღლი ეზოში იყო დაბმული, როცა ჯაჭვი გაწყვიტა და ზედა უბნისკენ გაიქცა.

    „ვუვლიდი, ვასეირნებდი, ვავარჯიშებდი. ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია. მხოლოდ ერთხე, როცა ლეკვი იყო, დაიკარგა, მაგრამ ორ დღეში ვიპპოვნეთ. 4 ივლისს ჯაჭვი აიწყვიტა და მას შემდეგ არავის უნახავს. დღეს ბევრი მწერს სხვადასხვა დაკარგული ძაღლის შესახებ. ერთადერთ ფოტოზე ვიცანი ტაისონა. ის გორგასლის ქუჩაზე უნახავთ და ფოტოც გადაუღეს. ის არის ნამდვილად. ახლა ჩემი შვილები არიან იქ წასულები და ეძებენ. იმედია იპოვიან", - აცხადებს გიორგი მინდორაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ დაკარგული ძაღლის პატრონი 1000 ლარის გადახდას ჰპირდებოდა ნებისმიერს, ვინც ძაღლს იპოვიდა და მას შეატყობინებდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×