სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (28.12.2016)

    ტელეკომპანიები "მაესტრო", ჯი-დი-ესი და "იმედი" ერთიანდება. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე ერთ დიდ მედიაჰოლდინგს ჰქმნის.

    ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ინა გუდავაძემ გუშინ გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახალი წლის შემდეგ მედიაჰოლდინგი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს შექმნის.

    "გვჯერა, რომ გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია სივრცის განვითარებაში.

    "ვსარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის," - ნათქვამია ინა გუდავაძის განცხადებაში.

    ტელეკომპანია "იმედის" ამ გადაწყვეტილებას მედია ექსპერტების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება უკვე მოყვა. მათი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის გაკოტროლებაზე მიუთითებს.

    ხედავთ თუ არა ხელისუფლების ინტერესს სამი ტელეკომპანიის გაერთიანებაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამლი "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): როგორც ვიცი, სამივე კერძო კომპანიაა და ვერ ვხედავ ამაში ხელისუფლების ინტერესს. მე უფრო კერძო ინტერესი მგონია.

     

     

     

     

     მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): ეს ამბავი დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ საქმე აქეთკენ მიდოდა. ალბათ, მათ ინტერესშია, იმიტომ რომ ამ სამიდან ერთ-ერთი ტელეკომპანია პირდაპირ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და რთულია, ეს პროცესი მას არ დაუკავშირო.

     

     

     

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე):  ხელისუფლების ინტერესს იმ შემთხვევაში დავინახავდი, "მაესტრო" და ჯი-დი-ესი მათ წინააღმდეგ განწყობილი ტელევიზიები რომ იყოს. ესენი არ არიან კრიტიკული ტელეკომპანიები, არც არაფერს ამატებენ და არც არაფერს აკლებენ. მითუმეტეს, რომ კერძო ტელევიზიებია და გაერთიენდნენ, რა მოხდა მერე. რატომ ვხედავთ ყველაფერში ამ ხელისუფლების ხელს?!

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ამდენი ტელევიზია საჭირო არ იყო. თუნდაც იმიტომ, რომ მათი გადაცემების უმეტესობაში მე ვხედავ ამბიციას და ავადმყოფურ სურვილს, რომ რაც შეიძლება ხშირად გამოჩდნენ ეკრანიდან. მავანთა ხშირი გამოჩენა კი, თავად ვერ ხვდებიან, რომ უარყოფით რეაქციას იწვევს საზოგადოებაში. მე ვხედავ ერთ რამეს, რომ გადაცემებში არ არის მრავალფეროვნება და შეხედულებათა სხვაობა. ერთი და იგივე გადაცემებია და ძალიან უგემოვნო.

    რაც შეეხება ტელეარხების გაერთიანებას, ეს იქნება მცდელობა იმისა, რომ ადმიანმა დაისვენოს ამ გულისამრევი პოლიტიკური სივრცისგან, რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს, გარდა საშინელი დეზინფომაციისა.

    ამიტომ, მე რა საკვირველია მივესალმები მსგავს გამსხვილებას. კაცმა რომ თქვას, კიდევ უფრო უნდა შემცირდეს ტელეარხთა რაოდენობა და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ გავათელინოთ გემოვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ნიჭი, მაგრამ აქვთ ტელეამბიცია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    lali   (04.01.2017)
    dodoshka, binis garemontebas thu egirse mainc!!!! midi,miaweqi!!!

    ლი   (02.01.2017)
    ე.წ. რესპოდენტებო, ვიცით, რომ ბიძოს ფანები და მოსყიდული ტიპები ხართ, მგრამ არა მგონია, ასეთი უჭკუები იყვეთ, რომ ვერ საზღვრავდეთ ვის ინტერესშია მედია-ჰოლდინგის შექმნა. მაგრამ თუ მართლაც ვერ აცნობიერებთ, მაშინ მართლა ძალიან მეცოდებით, განსაკუთრებით დოდოშკა და ჭკუასელი, მლიქვნელობასაც აქვს საზღვარი.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter