სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაკო მათეშვილი
    17.12.2016

    გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და საკუთარი ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა - ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6837 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც დაეცა. კერძოდ, ერთი ევროს შეძენა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი.

    გამოიწვევს თუ არა ლარის ასეთი ტემპით გაუფასურება ქუჩის აქციებს? - "რეზონანსმა" ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     პაატა შავაძე (იურისტი):  "რა თქმა უნდა, ქუჩის აქციებიც იქნება. ადამიანს, რომელსაც კარზე აღმასრულებელი მოადგა, ვერ შეაჩერებ. დღეს თითოეული მოქალაქე ზარალდება, რადგან ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც კრედიტი არ აქვს აღებული.

    "სესხები ძალიან გაუძვირდათ. სხვაობა ძალიან დიდია. ამას ხალხი არ ელოდებოდა. სესხი რომც არ ჰქონდეთ, პროდუქტი გაძვირდა.

    "ვერ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლების განზრახვა იყო, მაგრამ ხელისუფლებამ კურსის რყევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის ნაცვლად ხშირად მათი მხრიდან გამაღიზიანებელი კომენტარები კეთდება - მისაღები კურსია, ლარი მყარიაო რომ აცხადებენ, ეს ხალხში დიდ გაღიზიანებას იწვევს. "ამიტომაც არ მგონია მოსახლეობაში, ამ გამწარებულ ადამიანებში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. მით უმეტეს, როცა მათ ასეთი განცხადებებით კიდევ უფრო ვაღიზიანებთ. უნდა გამოვიდნენ და რაღაც დამაიმედებელი თქვან, თუმცა მარტო თქმაც არ შველის, რიგი ღონისძიებები უნდა გაატარონ."

     ნინო თოდუა  (არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი)": "ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს და რევიოლუციასაც. მე თვითონ, როგორც რიგითი მოქალაქე, შევუერთდები მას.

    "ქუჩის აქციები ეს არის საზოგადოების საშუალო და დაბალი ფენების ხმა და დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. დარწმუნეული ვარ, კურსის დარეგულირება სწორი ეკონომიკური პროგრამით შესაძლებელია."

     

     

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ჯერჯერობით არ გამოიწვევს, თუმცა, თუ ლარი ასეთი სწრაფი ტემპებით გაუფასურდა, ეს ქვეყანაში ცუდ შედეგებს აუცილებლად მოიტანს, თუკი ხელისუფლებამ შესაბამის ზომებს არ მიმართა.

    "თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მარტო ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ხელისუფლება ამ პრობლემების მიმართ გულარხეინია. ხშირად მოსახლეობის "დაბოლების" პოლიტიკასაც მიმათავს."

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "ლარის კურსი არა, მაგრამ ფასების ზრდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაანონსებულმა წინადადებებმა გამოიწვია, სერიოზულ პროტესტს აუცილებლად გამოიწვევს. ამას უახლოეს პერიოდში არ ველი, მაინც ახალი წლებია, თავის დანაზოგს ყველა ამ დღისთვის ინახავს და ა.შ. აი, გაზაფხულიდან კი ეს პრობლემა კი მთელი სერიოზულობით დადგება, თუკი მანამდე ხელისუფლებამ ამას არ მიხედა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter