სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    18.09.2014

    საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას, ან რომელიმე ძალასთან მის გაერთიანებას გამორიცხავს. მისი თქმით, იგი ამის არგუმენტაციას ვერ ხედავს.

    "კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არის ზეპარტიული პიროვნება და საქართველოს პრეზიდენტი, პირველ რიგში, იცავს კონსტიტუციას. ასე რომ, საუბარი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებაზე, მით უმეტეს ოპოზიციაზე, არარელაურია. ვერ ვხედავ არგუმენტაციას იმისა, თუ ვის წინააღმდეგ უნდა შექმნას პარტია ან რატომ. პრეზიდენტი და მთავრობა არიან ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები", - განუცხადა "რეზონანსს" ფხალაძემ.

    პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლას გამორიცხავს საპარალმენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც პრეზიდენტს პირადად 2 დღის წინ ესაუბრა.

    "ის ოპოზიციაში წასვლას არ გეგმავს. მან პირდაპირ მითხრა, რომ არ აპირებს პარტიის შექმნას და არც პოლიტიკური ჯგუფების ორგანიზებას", - გვითხრა ქუცნაშვილმა.

    გჯერათ თუ არა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს ცალკე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას ან რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან გაერთიანებას? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" წყალობით გახდა პრეზიდენტი. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ეს ცხადია და საზოგადოებამ კარგად იცის. ვფიქრობ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს სრულ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პროცესი. ეს კი ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას და პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდას. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილს ეყოფა გონიერება და არ გადავა ოპოზიციაში, ანუ არ დაუპირისპირდება "ქართულ ოცნებას". და თუ ის ამას მაინც გააკეთებს, ეს იქნება ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი პიროვნების სირცხვილი. ჯერ ერთი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ არ შეიძლება სახელმწიფოს მეთაური იყოს ოპოზიციონერი. ეს მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ახლა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ ნურაფერს გამოვრიცხავთ. ეს ისეთი პერიოდია, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ ეს ასეა, თუმცა სასწორის ზოდიაქოს ნიშანი სასწორში შედის, რომელიც გაორებულია თავისი ბუნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაორების ელემენტები მოიმატებს. იქნება დაპირისპირება, წინააღმდეგობა. მით უმეტეს ოქტომბერი მოამზადებს სიტუაციას ნოემბრისთვის. ასევე წინ გვაქვს ორი საკმაოდ რთული დღე - მზისა და მთვარის დაბნელების, რა დროსაც ყველაფერია მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე ე.წ. საიდმულო სერობის ტენდეცია მოიმატებს.

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): არ მეჩვენება სარწმუნოდ, რომ პრეზიდენტი რაღაც ოპოზიციურ ძალას ჩამოაყალიბებს, იმიტომ, რომ მას რეალურად გუნდი არ ჰყავს. იგი პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მეშვეობით აირჩიეს. ამასთან, არა მგონია, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც ამოტივტივდა, რეალური იყოს. ვფიქრობ, რომ ეს ყურადღების გადასატანად არის გაკეთებული.

     

     

     ნიკუშა შენგელაია (მხატვარი): გამორიცხულია. ოპოზიციაში რომ მოხვდე, ელექტორატი უნდა გყავდეს, რომელიც მარგველაშვილს არ ჰყავს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved