რეზონანსი
29.04.2024

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურა ყიფშიძესა და მის შვილს, გიორგი ყიფშიძეს შორის სერიოზული უთანხმოებაა. მამა-შვილი ერთმანეთს უკვე 1 წელია არ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობენ. ამის შესახებ პირველად გიორგიმ ტელეგადაცემაში ისაუბრა. ახლა კი ეს ამბავი ზურა ყიფშიძემაც დაადასტურა:

"სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს. რაღაც გაუგებრობა მოხდა­ და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო... ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს... მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

გაუგებრობა მოჰყვა მისი ცხოვრების სტილს, ცოლების ცვლას, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც... ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა.

ნონსენსია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ურთიერთობა არა გვაქვს, ეს მიეცი, ის გამოართვი, ეს უთხარი და ა.შ. პირდაპირი კონტაქტი არა გვაქვს. ეს როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ხდება...

გამანახევრა ამ ამბავმა. გული მწყდება რომელია...

მე დათმობაზეც წავედი, კონტაქტშიც შევედი, როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ, ხომ? თუ ჰგონია, ამდენად მართალია, არ ვიცი... როგორც ამბობს, ცუდად ვიყავი და შენ ეს არ გაითვალისწინე, მეცი, რაღაცები მითხარი და მეც გითხარიო... ახლობელ ადამიანს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ვაპატიებ, სხვანაირად არ შემიძლია. ეტყობა, ის სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიცი“ - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზურა ყიფშიძემ.

"კვირის პალიტრა"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×