რეზონანსი
23.04.2024

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ თბილისში არსებულ, ერთ-ერთ საგზაო მონაკვეთზე დაწესებული სიჩქარის ლიმიტი უსარგებლოა და მოძრაობას აფერხებს:

„ძველ თბილისში რომ გრძელი გვირაბია, იქიდან რომ გამოდიხარ სანაპიროზე, სოკარის ოფისამდე არის გზატკეცილი, სადაც 70 სიჩქარე, სავსებით ნორმალურია. პირიქით 50 როცა მოდიხარ, შენს უკან სერიოზულად აფერხებ მოძრაობას და საცობს ზრდი... მოკლედ 1 თვეა დააწესეს ლიმიტი 50, რაც ძალიან რთულია გააკონტროლო და 60 ზე უკვე მოგდის ჯარიმა - 50 ლარი. მანდ არც ფეხით დადის არავინ და არანაირი საშიშროება არ არსებობს. ყოველ დღე მომდის ჯარიმა - 50 ლარი. ერთი წამითაც არ მგონია, რომ ხალხზე ფიქრობთ და მაგიტომ არის ეს ჯარიმები. უბრალოდ აღარ იცით ვინ როგორ გაატყავოთ. პირადად ჩემგან მოკითხვა, ვინც მაგ მონაკვეთში ეგ სიჩქარე დააწესა", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×