რეზონანსი
23.04.2024

გი­ორ­გი ქოჩორაშვილმა გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მას მალევე მოჰყვა მამამისის როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მიმართვაც, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურად გააქტიურდა:

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შავს და თეთ­რს ვერ არ­ჩე­ვენ, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან, გულ­წრფე­ლად გან­ვიც­დი და რა­ტომ? ჩე­მე­ბი ხართ, ქარ­თვე­ლე­ბი და მა­გი­ტომ! მინ­და სწო­რად აღიქ­ვათ ის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა!

ჩემი შვი­ლი იმ საქ­მეს აკე­თებს რაც მას უყ­ვარს, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს წა­ად­გე­ბა!!! გი­ორ­გის პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი არც შე­ხე­ბა აქვს და არც სურ­ვი­ლი! მამა სად იქ­ნე­ბა, რო­მელ მხა­რეს, ეს მა­მის გა­და­სა­წყვე­ტია და არა თქვე­ნი!

ამ­ჟა­მად კარ­და­ნა­ხის ვე­ნა­ხე­ბი­დან გწერთ, წა­რა­ფი და კარ­გი ღვი­ნო რომ გვიყ­ვარს, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, იმ ვაზს და ვე­ნახს ვე­ფე­რე­ბი, (თუ არ მო­ვუვ­ლით სწო­რად, მო­სა­ვალ­საც ვერ მი­ვი­ღებთ) ესე გავ­ზარ­დე მე ჩემი ორი­ვე შვი­ლი, თქვენ თუ არ მოგ­წონთ “ბო­დი­ში”, თქვენ ალ­ბათ იმას აკე­თებთ, რაც მოგ­წონთ, აკე­თებთ იმას, რა­საც თქვე­ნი გო­ნე­ბა ან პატ­რო­ნე­ბი გკარ­ნა­ხო­ბენ!

ჩვენ სხვის “დაკ­რულ­ზე” არ ვცეკ­ვავთ, ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ოჯა­ხის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის საქ­მეს!

პო­ლი­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, 26 ოქ­ტომ­ბერს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­და­წყვეტს! ისე სიმ­ბო­ლუ­რი რი­ცხვია 26! აუ­ღე­ბე­ლი პე­ნალ­ტის დღე დად­გე­ბა და ამას ქარ­თვე­ლი, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე და პატ­რი­ო­ტი ხალ­ხი ერ­თად და­არ­ტყამს!!!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×