რეზონანსი
23.04.2024

მომღერალი ნინი შერმადინი ტელეკომპანია „პოსტივისგან“ ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„პოსტივი მედია, იქნებ უფრო კარგად დააზუსტოთ ხოლმე ჩემზე ინფორმაცია, სანამ ჩემს რუსეთებში მოღვაწეობაზე გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას და ჩემს სახელს და გვარს გამოაჭენებთ რუსულად!

2012 წელს ჩამოვედი ამერიკაში და თქვენს ვიდეოში ნახსენები ინფორმაცია არის ტყული და დეზინფორმაცია! რუსეთში არასდროს მიმღერია და არც არასდროს ვიმღერებ, თუ არ ჩამითვლით 2005 წლის იურმალის შესარჩევ შიდა კასტინგს! მოვითხოვ შესაბამისი ორგანოებიდან, ამოიღოთ ჩემ მიერ საზღვრის კვეთის ისტორია და გაასაჯაროვოთ! ასევე მოვითხოვ, დაიდოს რუსული კონცერტის კადრები! თუ ვერ დამიმტკიცებთ, რომ მე რუსეთში 2005 წლის შემდეგ როდესმე ვყოფილვარ, მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

ჩემი რუსეთისადმი დამოკიდებულება ყოველთვის იყო ძალიან მძაფრი ბავშვობიდან და განსაკუთრებით აგვისტოს ომის მერე, ანუ მატყუარა გამოვყავარ და ერთი დღე ველოდები,  სანამ ბოდიშს არ მოიხდიან, თუ არა და, ველაპარაკე ადვოკატს უკვე!”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×