რეზონანსი
22.04.2024

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე მოკ­ლე ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მსა­ხი­ო­ბი დე­ტა­ლუ­რად ლა­პა­რა­კობს მის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რაც დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთავ­რო­ბას­თან აქვთ. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კენ­ჭს იყ­რის.

"გაფრ­თხი­ლებთ, ჩემს შვილს, ნა­ტა­ლი­ას თმა არ ჩა­მო­უ­ვარ­დეს, წინა ხაზ­ზე დგას აქ­ცი­ებ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი, გა­მო­დი მან­დე­დან, შა­რია-მეთ­ქი. რამე რომ მო­უ­ვი­დეს, შა­ჰი­დის ქა­მარს გა­ვი­კე­თებ და ვი­საც გა­და­ვეყ­რე­ბი, ალაჰ აკბარს ვე­ტყვი...

ოღონდ მი­ტინგზე არ და­ვი­ნა­ხო ეს აფე­რის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. არ გა­მო­ვიდ­ნენ სი­ტყვით, მე­ლია, შმე­ლია და ვი­ღა­ცე­ბი. მა­გათ ჰგო­ნი­ათ, რომ ამათ რომ ჩა­მო­ვაგ­დებთ, ესე­ნი მოვ­ლენ. პირ­და­პირ ვი­ტყვი, "ნა­ცე­ბი" არ უნდა მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. თუ ვინ­მე მო­სას­ვლე­ლია, მოვა "გირ­ჩი"...

აქვე მინ­და ვთქვა, მე მინ­და, გავ­ხდე თბი­ლი­სის მერი. ბავ­შვო­ბი­დან "მე­ვა­სე­ბო­და" და მე­სიზ­მრე­ბო­და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბა, მგო­ნია, რომ ამ ქა­ლაქს და­ვა­ლა­გებ, ისე, რომ არ­ცერ­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო კაცი არ იქ­ნე­ბა. კახა კა­ლა­ძემ რა ქნა, თავი მო­იჭ­რა. არ არის მა­გის საქ­მე.

ჩავ­დგე­ბი ფორ­მა­ში, მი­ვი­ღებ ცოდ­ნა, რაც ამის­თვის სა­ჭი­როა და მერე ვნა­ხოთ, ვინ უფრო მა­გა­რი მერი იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის. ჯერ ახალ­გაზ­რდა ვარ მე­რო­ბის­თვის 46 წლის ვარ. 50 წელს მი­ვუ­კა­კუ­ნებ, მოვ­წეს­რიგ­დე­ბი და დავ­ლაგ­დე­ბი", - ამბობს გიორგი ყიფშიძე ვიდეოებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×