რეზონანსი
21.03.2024

მომღერალმა თათა გიორგობიანმა, რომელიც მომავალი ფსიქოლოგია, მამაკაცია და ქალის როლის  შესახებ ისაუბრა. მისი შეხედულებები თანამედროვე ტენდენციებისგან სრულიად განსხვავდება:

"მგონია, რომ ლამაზი და წარმატებული ქალების ძლიერ კაცებს არ ეშინიათ, ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა. ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს – ამას გვერდს ვერ ავუვლით. 

ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა – ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა“, - განუცხადა „თბილისელებს“ თათა გიორგობიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×