სოსო ჯაჭვლიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე გავიდა. მისი უახლოესი მეგობარი ზაზა კოლელიშვილი სოსოსთან ბოლო პერიოდის ურთიერთობას იხსენებს:
„რაც ცუდად იყო, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდა, ნერვიულობდა და მეც თავს ვიკავებდი. სოსოს შესახებ ყველაზე მეტს მისი ლუკასგან და გია ბურჯანაძისგან ვიგებდი. ლუკა ჩემი პატარა ძმაკაცია. სოსოს ბოლოს ახალი წლის ღამეს ველაპარაკე, პირველის 10 წუთი იყო, თავად დარეკა, მოგვილოცა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა. ახალ წელს საქართველოში იყო, 10 იანვარს თურქეთში წავიდა და... ბოლო საუბრის დროს მითხრა: თურქეთიდან რომ ჩამოვალ, გნახავ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკოო...
სოსოს ცოლად საოცარი გოგო ჰყავს, მახსოვს ირმა როგორ მოიყვანა, როგორ გაგვაცნო. ირმა ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო, საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ. სოსომ ამქვეყნად დიდი სიყვარული დატოვა. ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს და სანთლად დაენთოს ყველა სიკეთე, რაც აქ დატოვა!
სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.
ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა.
ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა“ - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზაზა კოლელიშვილმა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე