რეზონანსი
12.02.2024

ტელეკომპანია „იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი, ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა. იგი 11 თებერვალს ოჯახმა, ახლობლებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

გარდაცვლილის მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მეუღლეს ემშვიდობება.

„წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით.

რა საოცრებაა ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა.. აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!", - წერს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×