რეზონანსი
09.02.2024

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, 6 დეკემბერს, ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სტიქიის დროს გარდაცვლილ ერთ-ერთ ოჯახზე წერს, სადაც სამი შვილი და მამა გარდაიცვალა დედა კი ემიგრანტად იყო წასული.

„ახალგაზრდა ქალი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა ახლა წლების უნახავ სამ შვილს და მეუღლეს ტირის. უცხოეთში იყო, რადგან შვილების ოცნებები აესრულებინა/გამოეკვება და შეემოსა. წლების შემდეგ კი დაბრუნდა „სახლში", სადაც აღარც სახლი დახვდა და აღარ ოჯახის წევრები. საკუთარი ჭერი, საკუთარი სახლი, რომელიც წესით ყველაზე დაცული გგვონია უსაფრთხო არ აღმოჩნდა და მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი დაანგრია, დამარხა და მიწასთან გაასწორა. ბაღდათელი დაიღუპა, 9 ქართველი გამოგვაკლდა და ქვეყანაში გლოვის დღეც არ გამოცხადდა", - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×