რეზონანსი
09.02.2024

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ჯაჭვლი­ა­ნი დიდი ხა­ნია მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

მსა­ხი­ობ­სა და სპორ­ტსმენს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა რძა­ლი და სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ერთ-ერთ ბოლო ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს:

„გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი ვა­ჩუ­კას ბა­ბუა, ჩემი იმე­დი და ჩვე­ნი ოჯა­ხის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ და მო­მე­ნატ­რე­ბი. მე­ა­მა­ყე­ბა რომ შენი რძა­ლი ვარ და ვიქ­ნე­ბი. შენი ვა­ჩუ­კა კი არას­დროს და­გი­ვი­წყებს და შენი სა­ხე­ლის უკ­ვდა­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს იზამს. ვერ შე­მის­რუ­ლე და­ნა­პი­რე­ბი ვა­ჩი­კოს ჩემ­პი­ონს გავ­ხდიო...." - წერს ჯაჭვლი­ა­ნის რძა­ლი.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი 1958 წლის 5 ივ­ნისს, მეს­ტი­ა­ში და­ი­ბა­და.

1978 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი. იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ჟი­სო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლი, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მკლავ­ჭი­დის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი მკლავ­ჭიდ­ში. 2012-2016 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (თბი­ლი­სის, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის „ნატ­ვრის ხეში" გე­დი­ას როლ­მა. ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ფილ­მი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×