რეზონანსი
09.02.2024

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობარი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ამბობს, სოსო ახალი წლის დღეებში იყო ჩამოსული საქართველოში. 

„თვითონ დაგვირეკა მე და ჩემს მეუღლეს, ნათიას და თითქოს გამოგვემშვიდობა. ალბათ, არ უნდოდა იმ მდგომარეობაში გვენახა. როგორც მივხვდი, არ გვეჩვენა ისეთი. ჩემი ქალიშვილი, ნინო მისი ნათლულია, მოიკითხა. ნათიას ელაპარაკა... ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ ზარით დაგვემშვიდობა... როგორც ჩანს, გრძნობდა.

სოსოს ვაჟი გაფრინდა თურქეთში, რომ ხვალ ჩამოასვენოს საქართველოში“ - განუცხადა "პრაიმტაიმს" ზაზა კოლელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×