რეზონანსი
08.02.2024

სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი. ცნობილია, რომ მათი დედა ემიგრანტია და უახლოეს საათებში, საქართველოში იქნება.

როგორც „ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე წერს, მადონა იმ იმედით მოფრინავს, რომ ჰგონია, შვილები რეანიმაციაში ჰყავს.

„აფრინდა თვითმფრინავი (მისი რეისი იტალია ქუთაისი) მადონა იმ იმედით მოფრინავს, ქალაქი ბარიდან საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს... ჩემო საცოდავო, საბრალო გოგო, ემიგრანტო დედავ, რომლის გაყინულ სხეულს უნდა ჩაეხუტო, რომლის გინდა იტირო ან იფიქრო ჩემო ცოცხლად მკვდარო.

რით განუგეშოთ, ან რამე სიტყვები მოიძებნება შენს გასამხნევებლად... არცერთ დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი და მით უმეტეს, დედას ერთად სამი ანგელოზი.

სული ეწვის ყველას და ყველას სხეულს ცეცხლი აქვს მოკიდებული. ცოცხლად იწვის ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ამბავი გაიგო... 

არ ამომდის მისი სიტყვები ყურებიდან “უფალო გადამირჩინე შვილებიო”. როდესმე გაივლის ან დაივიწყებს ამ ტრაგედიას ვინმე?“ - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×