რეზონანსი
08.02.2024

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხმიანება:

“არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამ სოციალურ ქსელში თანაგანცდა და რეაქცია ბაღდათში და მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ტრაგედიაზე თითქმის არ ჩანს.

ბაღდათში თბილისელები არ ისვენებენ და როგორც მოხმარების, დასვენების და სიამოვნების ადგილიც არ ახსოვთ. რიკოთის გზის ხედებიდანაც არ გეცნოთ ალბათ ეს ადგილი.

გლოვის დღედაც არ გამოცხადდა დღევანდელი დღე პოლიტიკური ცენტრის მიერ.

ასეთი გაუცხოებულები როგორ შეიძლება ვიყოთ რეგიონებისგან?

ცენტრსა და პერიფერიებს შორის უთანასწორობა, გაუცხოება და ხიდჩატეხილობა დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც არ დაიძლია და გადაილახა” - წერს მიქელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×