რეზონანსი
08.02.2024

დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოფელ ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

„წუხელ ადრე დაიძინეს.

სკოლაში უნდა წასულიყვნენ დილით.

სოფლად მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ჯვარი უფრო მძიმეა. მათ ჯიპებით არ აკითხავენ და სკოლის კარამდე არ მიყავთ, აქაოდა ფეხი არ დაუსველდეთო. მძიმეა, მძიმე თქვენი ჯვარი სოფლად მცხოვრებო ბავშვებო.

ამიტომაც დაიძინეთ ადრე.

სკოლის ნაცვლად უფრო მძიმე ტალახში გეძებთ დილიდან.

მერამდენედ გვართმევს ეს მიწა ადამიანებს, მოსწავლეებს, მთელ ოჯახებს…

იძინეთ მშვიდად უბედურ დღეზე გაჩენილო მოსწავლეებო. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ დედამიწის გამოყენებას, ხეებს მოვჭრით, მანამდე კი იმ ტოტებს, რომლზედაც ვსხედვართ.

როგორი მძიმეა ეს ყველაფერი.

არც გასკდა ეს ოხერი გული”, – წერს დათო ლიკლიკაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×