რეზონანსი
08.02.2024

პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის მეგობარია, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს ავრცელებს. მისი თქმით, მსახიობი ახალ წელს თბილისში შეხვდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემამ იძულებული გახადა, კვლავ თურქეთში დაბრუნებულიყო.

„სოსოს მდგომარეობა 5-თვიანი მკურნალობის შემდგომ, რასაც თურქეთის კლინიკაში აწარმოებდა, შედარებით უკეთესი გახდა. ახალი წლის წინა დღეებში, თურქმა ექიმებმა საშუალება და უფლება მისცეს, რომ თბილისში წამოსულიყო. ახალ წელს აქ შეხვდა, ოჯახთან ერთად. 10 იანვრისთვის ქიმიის კიდევ ერთი გადასხმა უწევდა, იქიდან ეს მედიკამენტი წამოიღო და აქ, ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა.

ამის შემდეგ მისი მდგომარეობა სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს პროცესები ქიმიამ იცის, არაპროგნოზირებადია, სისხლის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა. მისი მდგომარეობა ისეთი საყურადღებო გახდა, თურქეთში გადაფრენა მოუწია.

დაახლოებით, 10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა. ახლა იქ მკურნალობას აგრძელებს. სხვა სიახლეს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" დათო ლორთქიფანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×