რეზონანსი
07.02.2024

ნინი ბუკია შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟოტაჟს ეხმაურება და მას სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს.

„მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ! ტაპი ზაქარიაძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე „ვეფხისტყაოსანი" მე პირადად. გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მაგრამ აქამდე მართლა ვერ წავიკითხე.

ვერ გავიგე. დამამძიმა. არ მესმოდა და აბა, სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ?

მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ... არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ...

მოკლედ, შენს გზაზე იარე, დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და ვაბშე ყველაფრით შენ თუ გინდა არ მ******ს ტვინი მართლა და მართლა?!" - წერს ნინი ბუკია.

ცნო­ბის­თვის, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" შესახებ მა­რი­ამ გუ­ლე­და­ნის მოსაზრებას სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

„მომეწონა „აბო" და „შუშანიკი", მაგრამ მინდა ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც „გრიგოლ ხანძთელის" წაკითხვაში დავკარგე... ისტორიულად საინტერესოა, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია..." - ამის შესახებ მარიამ გულედანმა „TV პირველის" გადაცემაში „შუადღე live" განაცხადა.

მარიამ გულედანი ცნობილი მომღერლის, აჩიკო გულედანის შვილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×