რეზონანსი
08.05.2023

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი წარსულს იხსემნებს და ფაქტზე წერს, როდესაც ის სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

"1997 წლის 8 მაისს, 25 წლის წინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მანქანით დამეჯახა. 1 % იყო ჩემი გადარჩენის, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა და ამ დღეს მეორედ დავიბადე. ვერც კი წარმოვიდგენ, ჩემს მშობლებს რისი გადატანა მოუწიათ. უპასუხისმგებლო მძღოლის დამსახურებით ბავშვობაში ბევრჯერ გული მწყდებოდა, რომ ავარიის შედეგად დატოვებული შრამების გამო ვერ ვიცვამდი იმას, რაც ძალიან მინდოდა. მეზიზღებოდა ზაფხული. მიწევდა ადამიანების ჩურჩულის მოსმენა, რომ ცოდო ვარ, ვაიმე რა მჭირს, შეშფოთებული და ხანგრძლივი მზერა...მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს გავიკეთებდი ოპერაციას და შეიცვლებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მამამ წამიყვანა ქირურგთან, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მახსოვს როგორ ვტიროდი და როგორ მამშვიდებდა მამა და მეუბნებოდა: - არაუშავს მა, შენ მაგაზე არ ინერვიულო. მე შენ ყველა სურვილს შეგისრულებ. სწავლის გაგრძელება ხო გინდა გერმანიაში? აუცილებლად ისწავლი. ერთად ვიმოგზაურებთ ყველგან. მა შენ ძალიან ლამაზი ხარ ხო იცი.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ღმერთმა მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ცხოვრების გაგრძელება. გავაცნობიერე, რომ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მივიღე რეალობა ისეთი, როგოროც არის. ვისაც იგივე პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ ან უფრო რთული გზის გავლა გიწევთ, შეიყვარეთ საკუთარი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ და რაც უკვე მოხდა, მიიღეთ ამისგან გამოცდილება. თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი და ლამაზი ადამიანები", - წერს ნინი გოგაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×