რეზონანსი
06.05.2023

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე შეიძლება მცირე დაბრკოლებით დაიწყოს, მაგრამ ნუ იდარდებთ, მონდომება და შეუპოვრობა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და მეგობრებს პრობლემების გადალახვაში დაეხმაროთ.

კურო

მშვიდი და წარმატებული დღე გელით. ახალი იდეა, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს. შესაძლოა, სამსახურში გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია. ერთგული მეგობრის დახმარებით ყველა სირთულეს უახლოეს მომავალში გაუმკლავდებით.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, მაგრამ არც საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა დაივიწყოთ.

კირჩხიბი

რთული და დატვირთული სამუშაოს შემდეგ შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. მონდომებისა და შრომისმოყვარეობის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღებას ვერ ახერხებთ,მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგოთ. გირჩევთ დასვენებისა და თვითგანვითარებისთვის დრო გამონახოთ - ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

შემოქმედებითად დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ინდივიდუალობისა და უნიკალურობის წარმოჩენა - სწორედ ეს თვისებებია, რაც ყველასგან გამორჩეულს გხდით. სამსახურში შეიძლება მიიღოთ დამატებითი დავალებები მიიღოთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე - სასურველია, რომ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

ქალწული

გეგმები შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა ზრდისა და განვითარებისთვის. ეცადეთ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და მათთან ერთად ოჯახური წვეულება მოაწყოთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. ახალი ნაცნობობა უახლოეს მომავალში მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს - გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ შეიძლება სულიერი შვება და სიმშვიდე იგრძნოთ. ნუ მოდუნდებით, მიზნამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. დაფიქრდით, მუდმივ კამათს და დაპირისპირებას იქნებ გარკვეული პერიოდის მარტო გატარება ჯობს?

მშვილდოსანი

ამ დღეს რთული გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით, მაგრამ ინტუიცია სწორ მიმართულებას გიკარნახებთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ თქვენთვის ამის თქმა უჭირს.

თუ დაწყებული საქმის დროულად და წარმატებით დასრულება მოახერხეთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

თხის რქა

დილიდან თავს დაღლილად და დაბნეულად გრძნობთ და სამსახურზე ფოკუსირება გიჭირთ. შეცდომამ შეიძლება ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს, ამიტომ ჯობს, მუშაობა შეწყვიტოთ და დაისვენოთ. სამუშაოს დასრულებას უახლოეს დღეებში შეძლებთ.

მერწყული

შესაძლოა ამ დღეს უჩვეულო, მაგრამ საინტერესო იდეა გეწვიოთ. ჯერჯერობით იდეის განხორციელებისთვის შესაფერისი პირობები არ არსებობს, მაგრამ მომავალში ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. დღის მეორე ნახევარში რთული პრობლემის მარტივ გამოსავალს იპოვით.

თევზები

მიზნის მისაღწევად მეტი სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ, მაგრამ არც საკუთარი ჯანმრთელობა და დასვენება უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×