რეზონანსი
06.05.2023

ლანჩხუთში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ქორწილი სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა. სამწუხარო ინფორმაციას გაზეთი "ლანჩხუთის მოამბე" ავრცელებს.

„სიკვდილი თაფლობის თვეში. ლხინი ჭირად შეიცვალა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თავზარდამცემ უბედურებაზეა ნათქვამი, რომელიც სუფსაში დოლიძეების ოჯახში დატრიალდა.

სულ ახლახან ოჯახმა გიორგის ქორწილი იზეიმა. ოჯახი კი არა, სოფელიც ხარობდა ლამაზი წყვილის შეუღლებით.

სადღესასწაულო განწყობა არ განელებულა დოლიძეების ოჯახში და უცებ, მეხის გავარდნის ტოლფასი კოშმარი. თაფლობის თვეში, თაფლობის სარეცელზე, ჯერ კიდევ მეფის ამპლუაში, ლამაზი ვაჟკაცი გარდაცვლილი იპოვეს...

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ვინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს...

ასეა თუ ისე, სიკვდილი დადგა. გამორჩეულად მშვენიერი ახალგაზრდის აღსასრული, რომელმაც ბედნიერების სრული აღქმა ვერც კი გააცნობიერა, ისე გადასახლდა ზეციურ საუფლოში. რჩეულს კი, ჯერ კიდევ ახალ პატარძალს, ქვრივობის მწარე ხვედრი არგუნა და ლამაზი საქორწინო სამოსი ძაძით შეუცვალა...

არაფერი რომ არ ვთქვათ, დედაზე, რომლის სიცოცხლე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გახდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×