რეზონანსი
06.05.2023

ჯგუფის „ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ამერიკაში გაყიდულ ქართველ ბავშვზე წერს და აღნიშნავს, რომ გოგონამ ბიოლოგიური ოჯახი იპოვა, თუმცა ახლა იძებნება ძიძა, რომელმაც ბავშვი გაყიდა.

„ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ ძიძას, რომელთანაც ამერიკაში გაყიდული გოგონა 10 თვის განმავლობაში ცხოვრობდა. გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ, დაგვაკავშირეთ.

ჩავამატე: ნინო მგალობლიშვილი, ცხოვრობდა მუხიანში, დაგვეხმარეთ", - წერს მუსერიძე.

მოგვიანებით კი, თამუნამ შემდეგი სახის ინფორმაციაც გაავრცელე:

„დღეს დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ახლა ამ ქალბატონს ვეძებთ.

ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ, დამაკავშირეთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×